კარგად გარეცხეთ კომში, გული ამოაცალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ჩააწყვეთ ქვაბში და წყალი დაასხით იმდენი, რომ ხილი დაფაროს. დადგით ცეცხლზე და 40-50 წუთით ხარშეთ (წამოდუღებიდან). თუ წყალი ხარშვისას არ დაიშრო, მაშინ გადაწურეთ. შემდეგ დააბლენდერეთ ან კოვზით დაშალეთ კომშის ნაჭრები. შემდეგ დაჭერით ვაშლი და ლიმონი პატარა ნაჭრებად და ცალკე ქვაბში მოხარშეთ და გახეხეთ. კომშის, ვაშლისა და ლიმონის მასა გადაურიეთ ერთმანეთში, დადგით გაზქურაზე და რომ წამოდუღდება, შაქარი დაუმატეთ. ადუღეთ გასქელებამდე, დაახლოებით 30 წუთი. პერიოდულად მოურიეთ. ცხელი ჯემი ჩაასხით გასტერილიზებულ ქილებში და მოხუფეთ. გემრიელად მიირთვით!