გარეცხეთ და გაასუფთავეთ ჭარხალი, სტაფილო, ბულგარული და ცხარე წიწაკები, ნიორი და მწვანილები. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ქვაბში ზეთი გააჩხელეთ, დაუმატეთ გატარებული ხახვი, შემდეგ ბოსტნეული და ადუღეთ. დაუმატეთ ტომატის პასტა. შემდეგ ჩააყარეთ სუნელები, მწვანილები და მარილი. ადუღეთ, სანამ წვენს კარგად არ დაიშრობს (თხელი წვენი არ უნდა ჰქონდეს). ცხელივე გადიტანეთ გასტერილებულ ქილებში ისე, რომ თავზე მოექცეს ზეთი. დაახურეთ თავსახურები და შეფუთეთ.