1. წითელ ხახვს ვუკეთებთ კარამელიზაციას თაფლთან, მარილთან და ვაშლის ძმართან ერთად. 2. ვამზადებთ გულსართს მოხალული ნუშით, ნიგვზით, წაბლის ფანტელებით, ხაჭოსა და მაწვნით. 3. ვწვავთ ყაბაყის სლაისებს ზეითუნის ზეთთან ერთად. 4. ყაბაყის რულეტებს ვახვევთ დამდნარი სულგუნის სფეროში. 5. კარამელიზირებულ ხახვსა და გულსართს ვაზავებთ 1/1-ზე. 6. 150 გრ ქინძსა და 30 გრამ ზეითუნის ზეთს ვაბლენდერებთ და ვწურავთ ზეთის სახით. 7. საფერავს, ბროწეულის წვენსა და მარილს ვურევთ სიმინდის ფქვილში და ვაცხობთ 20 წუთით 130 გრადუსზე. მზა პროდუქტებს ვასერვირებთ სასურველ ფორმაზე და კერძი მზადაა.