ყაბაყის შიგთავსი ვიღებთ ნადუღს ვათავსებთ თასში და ვუმატებთ წვრილად დაჭრილ პიტნას, მარილს, ლიმონის ცედრასა და ცოტა წვენს. ამასობაში ვხეხავთ სულგუნს და ვუმატებთ ორეგანოს, პაპრიკას და კამის მარცვალს. მიღებული მასა შევურიოთ ნადუღის მასას და კარგად ამოვურიოთ. წინასწარ მომზადებულ გულგამოცლილ ყაბაყის რგოლებში მოვათვსოთ მიღებული მასა და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. სოუსი კარალიოკს ვაცლით კანს და კურკებს, ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვათავსებთ ნელთბილ ტაფაზე, ვუმატებთ კარაქს და ველოდებით გადნობას. შემდეგ ვუმატებთ წინასწარ გახეხილ უნაბს და თეთრ ღვინოს, დავადუღებთ კარგად. შემდეგ დავასხათ დაახლოებით 150 მლ წყალი, დავუმატოთ ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ, შემდეგ გადავიტანოთ ბლენდერში დავუმატოთ მარილი გემოვნებით და კარგად დავაბლენდეროთ. იხვი გადავდივართ იხვის შეწვაზე, ფილეს ვასუფთავებთ ზედმეტი ნაწილაკებისგან, ვუსერავთ კანს და ვათავსებთ ცივ ტაფაზე კანის მხრიდან უცხიმოდ (სასურველია ტაფა იყოს სქელძირიანი). დავადგათ საშუალო ცეცხლზე 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოვატრიალოთ და გავაჩეროთ 5 წუთით, მივიღებთ საშუალოდ შემწვარ მდგომარეობას. გემრიელად მიირთვით!