მოხარშეთ ბრინჯი და გააგრილეთ. მზა ბრინჯი გადაიტანეთ საწურზე და დაელოდეთ გაგრილებას. ამასობაში, დაიწყეთ სოკოს მომზადება: გარეცხეთ სოკო, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, ჩაყარეთ მშრალ ტაფაზე და შეწვით ნელ ცეცხლზე, მანამ სანამ სოკოს წვენი არ აორთქლდება, შემდეგ დაასხით 1 ს.კ. ზეთი, შეწვით კიდევ 2 წუთით. ცალკე ტაფაზე დაასხით 2 სკ ზეთი და შეწვით ბრინჯი სანამ არ გახდება ოქროსფერი შეფერილობის. გაასუფთავეთ ხახვი, კუბიკებად დაჭერით და დაამატეთ ბრინჯს. როდესაც ხახვი დარბილდება დაამატეთ მწვანე ბარდა. გააზავეთ ბრინჯში ორივე ინგრედიენტი. ათქვიფეთ კვერცხი და შეწვით ბრინჯის გვერდით. როდესაც ქვედა მხარე ოდნავ შეიწვება, შეურიეთ მთლიან მასას. დაამატეთ მზა სოკოც. ჩაასხით სოიოს სოუსი ნარევში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ნელ ცეცხლზე გააჩერეთ დაახლოებით 3 წუთით და გემრიელად მიირთვით.