ქათმის პასტრომა
ქათმის პასტრომა
დრო 240წთ
ულუფა 3
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
პასტრომას ამზადებენ ინდაურის, ქათმის ან საქონლის ფილესგან.  რეცეპტი მრავალნაირი არსებობს, გთვაზობთ ერთ ერთ ვერსიას.

ინგრედიენტები

  • ასევე დაგვჭირდება:
  • წყალი - 1 ს.კ
  • შავი პილპილი
  • ნივრის კბილი - 2
  • პაპრიკა - 1 ჩ.კ
  • წიწაკა ჩილი, დაფქული - 1/2 ჩ.კ
  • მდოგვი - 1/2 ს.კ
  • ქათმის ფილე, მთლიანი, ძვლით - 600 გ
  • ცივი წყალი - 500 მლ
  • მარილი - 1.5 ს.კ
  • ბამბის ძაფი
მომზადების წესები
ფილეს აკურატულად ამოვაცალოთ ძვალი, კანი დავუტოვოთ. 
მარილი გავხსნათ ცივ წყალში, ჩავდოთ მასში ქათმის ხორცი და  2 საათით მაცივარში შევდოთ.
ნიორი დავჭყლიტოთ, შევურიოთ მდოგვი, წიწაკა, პაპრიკა და წყალი. 
ფილე ამოვიღოთ წყლიდან, გავამშრალოთ, ფილეს ერთი მხარე მეორეს ზემოდან ავადოთ, ისე რომ კანი გარეთ მოექცეს და ძაფით  მჭიდროდ შევკრათ, რათა ფორმა შეინარჩუნოს. ეს შევაზილოთ ნივრიანი სოუსი და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი ან მაცივარში რამდენიმე საათით. შეწვამდე 30 წუთით ადრე მაცივრიდან გამოვიღოთ.
გავახუროთ ღუმელი 250 გრადუსზე. ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი, დავდოთ ფილე და შევწვათ ღუმელში 20 წუთი, გამოვრთოთ ღუმელი და დავტოვოთ ხორცი შიგნით 2 საათი. ღუმელის კარს ნუ გამოვაღებთ.
მზა პასტრომა გავახვიოთ ფოლგაში და მაცივარში შევინახოთ მინიმუმ 2 საათი.
ტეგები:
ხორცი ქათმის ფილე მდოგვი ნანახია: 8623