საშუალო ზომის თასში ათქვიფეთ კვერცხი და ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი, სანამ არ მიიღებთ შესქელებულ მასას. დაუმატეთ რძე და გაუჩერებლად ურიეთ. ცომს უნდა ჰქონდეს მსუბუქი, კრემისებური კონსისტენცია. ამის შემდეგ, მიღებულ მასას დაუმატეთ მარილი, შაქარი და გამდნარი კარაქი და კვლავ კარგად მოურიეთ. შეათბეთ ტაფა დაბალ ცეცხლზე ცოტაოდენი კარაქით. გაითვალისწინეთ, რომ ცომში უკვე გამოიყენეთ ცხიმი და ნუ დაამატებთ ტაფაზე მას დიდი რაოდენობით. გაცხელებულ ზედაპირზე მოათავსეთ, დაახლოებით, 2 სუფრის კოვზი ცომი და დაატრიალეთ ტაფა ისე, რომ ცომმა მიიღოს მრგვალი ფორმა. აცხვეთ მანამ, სანამ ცომი არ გახდება ღია ყავისფერი შეფერილობის, შემდეგ კი ფრთხილად გადმოატრიალეთ მეორე მხარეს. გამომცხვარი მაჭკატები გააცალკევეთ, რომ გაგრილდეს და ამის შემდეგ გასაფორმებლად, თქვენი სურვილისამებრ, გამოიყენეთ ჯემი, შოკოლადი, თაფლი... და არ დაგავიწყდეთ, რომ არასდროს თქვათ უარი ოცნებებზე!