შაქარი და ფქვილი კარგად აურიეთ. დაამატეთ კვერცხი, შემდეგ არაჟანი და კარგად გააზავეთ. ეს მასა დადგით დაბალ ცეცხლზე და წამოადუღეთ (პუდინგის მასას უნდა დაემსგავსოს). დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და დატოვეთ. დაფშვენით პეჩენია და დაამატეთ გამდნარი კარაქი. ეს მასა მოსინჯეთ ხელით, უნდა იპრესებოდეს. თუ ვერ მიიღეთ ასეთი კონსისტენცია, დაამატეთ 1 კოვზი რძე. აიღეთ 24 სმ ზომის საცხობი ფორმა და გადაიტანეთ ცომის ნახევარი, ანუ გაამზადეთ ძირი და მოსაყრელადაც დაიტოვეთ. მოათავსეთ ჯამში კარაქი, დააყარეთ ვანილი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ – ნელა დაამატეთ მოდუღებული არაჟნიანი მასა, თან კარგად თქვიფეთ მიქსერით. სანამ არ მიიღებთ ჰაეროვან კრემს. ამის შემდეგ, კრემს დაასხით გამზადებული ფორმა ზემოდან, მოაყარეთ დარჩენილი ცომი. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 5 საათით, უკეთესია თუ დატოვებთ მთელი ღამით.