მოცემული ინგრედიენტები აუცილებლად უნდა იყოს ცივი. თასში მოათავსეთ კვერცხი, ძმარი, არაყი, წყალი. ათქვიფეთ, რომ კვერცხი კარგად გაიხსნას და დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები ეტაპობრივად. ცომი კარგად დაამუშავეთ, ფქვილი შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ. აკონტროლეთ, მასა უნდა იყოს ელასტიური. კარაქი გაყავით 6 ნაწილად. ცომი კი 2 ნაწილად. აიღეთ ცომის ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ, წაუსვით კარაქის ერთ ნაწილს , გადაკეცეთ და მაცივარში მოათავსეთ 1 საათით. ასე გაიმეორეთ 3–ჯერ, თითოეულ ცომის ნაწილზე. ბოლოს კი მაცივარში დატოვეთ, ერთი დღის განმავლობაში. საკმაოდ ბლომად გამოდის ცომი, შეინახეთ საყინულეში და გამოიყენეთ ეტაპობრივად. ორცხობილებისთვის აიღეთ 500 გრ ფენოვანი ცომი, გააბრტყელეთ, ცალკე გაადნეთ 30 გრ კარაქი და გადაანაწილეთ ცომზე. მოაყარეთ შაქარი, შეგიძლიათ ორივე მხრიდან რულეტივით შეახვიოთ ცომის ცენტრისკენ, ან უბრალოდ ორივე მხრიდან გადაკეცოთ. დაჭერით სასურველ ზომაზე, გადაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ შაქარს, შეგიძლიათ კვერცხის გული არ წაუსვათ და უბრალოდ ისე გამოაცხოთ, მაღალ ტემპერატურაზე.