მარილიან წყალში ვხარშავთ ინდაურს. ნახარშს ვასხამთ ბლენდერში და ვუმატებთ 5 დიდ თავ ხახვს, ერთ კილომდე ნიგოზს, ერთ ცალ უმ კვერცხს, სამ სუფრის კოვზ მჭადის ფქვილს და ვაბლენდერებთ. შემდეგ ვუმატებთ თითო ჩაის კოვზ უცხო სუნელს, ყვითელ ყვავილს და ხმელ ქინძსა და დაფქულ წითელ წიწაკას გემოვნებით. მიღებულ მასას ვდგამთ გაზზე და ცოტა ხნით ვადუღებთ. შემდეგ ვუმატებთ ძვალგაცლილ ინდაურს და კიდევ ერთხელ ავადუღებთ. ცალკე ბულიონში ვაბლენდერებთ ნიორს და ვამატებთ მთლიან საცივში. გაზიდან გადმოდგმის შემდეგ ვამატებთ ერთ ან ორ სუფრის კოვზ ძმარს. გემრიელად მიირთვით!