მზადდება პირდაპირ ცეცხლზე და არ საჭიროებს ორთქლის აბაზანას. ქვაბში მოათავსეთ: კარაქი, ზეთი, შაქარი და თაფლი. დადგით ცეცხლზე და მოურიეთ. კარაქი რომ გადნება და მასა დაიწყებს დუღილს, ჩაყარეთ სოდა. მოურიეთ, რამდენიმე წუთში ფერს შეიცვლის, როდესაც გახდება მუქი კარამელის ფერი, გადმოდგით. მასა რამდენიმე წუთში უფრო გამუქდება. გააცივეთ ცოტა ხნით. დაამატეთ კვერცხი და ათქვიფეთ. შემდეგ, ნელ–ნელა დაამატეთ ფქვილი. შეგიძლიათ გამოაცხოთ სტანდარტულ საცხობ ფორმაზე, 4 ფენა, 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა– ქვედა წვით, 5-7 წუთის განმავლობაში. მალე ცხვება და აკონტროლეთ. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და დაამატეთ სახამებელი. გააცხელეთ რძე, დაასხით ამ მასას და დადგით ცეცხლზე. მოურიეთ გამუდმებით. 10 -15 წუთში მასა გასქელდება, შეურიეთ ვანილი, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი კონტაქტურად და გააცივეთ, შემდეგ ათქვიფეთ კარაქი და დაამატეთ ფაფა. პირველ და მესამე ფენას წაუსვით ფაფის კრემი, მეორე და მეოთხეს კი შესქელებული რძის კრემი. ცხელ ფირფიტებს ჩამოაჭერით გვერდები, დაფხვენით და მოაყარეთ ნამცხვარს, მორთეთ სურვილისამებრ. შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი. გემრიელად მიირთვით.