ფქვილი, შაქარი, დარიჩინი, მარილი აურიეთ და გაცერით. დაამატეთ დაჭრილი კარაქი და კვერცხი, კარგად შეურიეთ, დაასხით ღვინო და მოზილეთ ცომი. ჩადეთ სამზარეულოს ცელოფანში და ერთი საათით გააჩერეთ მაცივარში. მანამდე მოამზადეთ კრემი: რიკოტას დაამატეთ შაქრის ფხვნილი და ლიმონის ცედრა, კარგად ვურიეთ და სანამ კანოლს გამოაცხობთ შედგით მაცივარში. ცომი გააბრტყელეთ თხლად და გამოჭერით (მრგვალი ფორმით) წრეები. დაახვიეთ საცხობ მილზე და შეწვით ბევრ ზეთში. გაცივებულ კანოლში ჩადეთ კრემი და ბოლოები ამოავლეთ დაფქულ ფისტაში.