თაფლის ნამცხვარი ნიგვზით
თაფლის ნამცხვარი ნიგვზით
დრო 720წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე - 1/2 კოლოფი
  • კრემისთვის :
  • ძმარი - 1 ჩ.კ
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • დაფქული ნიგოზი - 1/2 ჭ
  • ფქვილი - 1.5 ჭ
  • შაქარი - 3/4 ჭ
  • თაფლი - 1 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • მარგარინი - 125 გ
  • კარაქი - 150 გ
  • ვანილი
  • ნიგოზი - მოსართავად
მომზადების წესები
დამდნარი კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, თაფლი, სოდა ძმრით, ფქვილი, ნიგოზი და ვანილი. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, მართკუთხა კექსის ფორმაში და ვაცხოთ დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე, სანამ არ მომზადდება. მზა ბისკვიტი გავაგრილოთ.
დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ და ნელ-ნელა ვუმატოთ შესქელებული რძე. ბოლოს შევურიოთ ვანილი. ბისკვიტი სიბრტყეზე სამ თანაბარ ნაწილად გავჭრათ და წავუსვათ კრემი. ბოლო ფენას კრემის ზემოდან მოვაყაროთ ფხვიერი ნამცხვრის ნაფხვენი და მოვრთოთ ნიგვზით. მივირთვათ მეორე დღეს.

ნამცხვრის ცომი უნდა იყოს კექსის ცომის სისქის. ფქვილი თანდათან ვამატოთ, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. თუ მაინც გასქელდა, დავუმატოთ 2-3 ს.კ. რძე ან წყალი.