მაღალი ხარისხის ნორვეგიული ორაგული გაასუფთავეთ ძვლებისგან, გარეცხეთ და გაამშრალეთ სამზარეულოს ხელსახოცით. ერთიანი მასა გაყავით ორ ნაწილად. თასში აურიეთ ერთი სკ. შაქარი, 2სკ. მარილი და მოურიეთ. ამ ნაზავით დაამარილეთ თევზი - ბოლომდე დააყარეთ, არ გეგონოთ გადაამარილებთ - თევზი შეისრუტავს იმდენ მარილს, რამდენიც მას სჭირდება. მოათავსეთ თევზი იმავე ჭურჭელში, მოაყარეთ რამდენიმე მარცვალი შავი პილპილი. გადააკარით თევზიან ჭურჭელს სამზარეულოს ცელოფანი და შედგით მაცივარში 24 საათი. 24 საათის შემდეგ გამოიღეთ და სამზარეულოს ხელსახოცით გაამშრალეთ თევზი. ჭურჭელში შეამჩნევთ ზედმეტ სითხეს და გადაღვარეთ. დაჭერით თხელ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით. ეს არის ცნობილი კულინარის ესმა კუნჭლიას რეცეპტი, რომელიც რამდენიმე რჩევასაც გაძლევთ ორაგულის მომზადებასთან დაკავშირებით: • არ იფიქროთ, რომ 2 სკ. მარილი ბევრია. თამამად გამოიყენეთ ეს რაოდენობა და მშვიდად იყავით, რადგან თევზი საჭირო რაოდენობას მიიღებს. • ორაგულის ცოცხლად მომზადებისას, ბევრი მას თეფშს ადებს და პრესავს. თუმცა ესმა კუნჭულია გირჩევთ, ეს არ გააკეთოთ და შეფუთული თასი პირდაპირ შეინახოთ მაცივარში. • დამარინადების შემდეგ ორაგული სწრაფადვე შეინახეთ მაცივარში და უმჯობესია, 24 საათის განმავლობაში იყოს მაცივარში. თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიღოთ 12 საათის შემდეგაც. • გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ნორვეგიული ორაგული. თავად ესმა „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის „ოკეანის“ ორაგულს ანიჭებს უპირატესობას. ის ორაგულს მენდელეევის ტაბულას უწოდებს, რადგან ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის ვიტამინები A, B, D, ფოსფორი, კალცი, იოდი, ომეგა 3... თუმცა აღნიშნავს, რომ აუცილებელია ორაგული იყოს ჩრდილოეთის ცივ, ბუნებრივ წყლებში გაზრდილი. როგორც მსოფლიომ აღიარა, სწორედ ნორვეგიული ორაგულია ის მაღალი ხარისხის თევზი, რომელიც შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს. • სასურველია, მიირთვათ ორაგული კვირაში ერთხელ. ესმა კუნჭულია აღნიშნავს, რომ სწორედ ეს პროდუქტი და ზოგადად, თევზი არის მისი ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, ყოველთვის კარგი გუნება–განწყობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი. იხილეთ მომზადების ვიდეო: