
ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ფიქრია შალაშვილმა გაგვიზიარა. მკითხველების რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ჯგუფში.
200 გრამ თბილ წყალში გახსენით მშრალი საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი. შემდეგ დაამატეთ ზეთი და ნელ–ნელა შეაზილეთ ფქვილი.
მოზილეთ ცომი კარგად, ისე რომ ხელზე არ გეკრობოდეთ. გაყავით 3 ტოლ ნაწილად. თითო გუნდა გააბრტყელეთ დაახლოებით 20სმ დიამეტრზე და გაყავით 8 ნაწილად. კუთხეში, ჩაის კოვზით მოათავსეთ ჯემი და გადაახვიეთ. ფორმაზე დააფინეთ კალკის ქაღალდი და დააწყვეთ კრუასანები.ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ დაბალ ცეცხლზე.