მოვხარშოთ ღორის ნეკნები, შემდეგ კარგად გავამშრალოთ. გავაცხელოთ ზეთი 180 გრადუსზე შევბრაწოთ ოქროსფრად, შემდეგ ტაფაზე დავასხათ თაფლი, სეზამის, დარიჩინი, მიხაკი, მარცვლები, დაცეხვილი ნიგოზი, თხილი, ქეშიუ, დაღერღილი წიწაკა და გავუკეთოთ კარამელიზაცია. ბალზამიკოს კრემი: 250 გრ მასკარპონეს კრემს დავუმატოთ 50 გრ შაქრის პუდრა და 50 გრ ბალზამიკოს ძმარი. მოვურიოთ კარგად, დავამატოთ დაჭრილი ქინძი და წითელი წიწაკა. წაბლის მომზადება: წაბლი მოვხარშოთ ნახევრად, შემდეგ გავარჩიოთ და ტაფაზე ცხიმთან ერთად შევბრაწოთ. დავუმატოთ დარიჩინი გემოვნებით. ჟოლოს სოუსი: ჟოლო მოვათავსოთ ქვაბში დავუმატოთ 50 გრ შაქარი და 10 გრ აგარ-აგარი. რომ წამოდუღდება, გავცრათ. დავუმატოთ დაღერღილი წიწაკა და წამოვადუღოთ ისევ.