გაასუფთავეთ სოკო, დაანაწევრეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ ხახვთან ერთად.( ხახვი არ გაშავდა, ქათქათა დარჩა) მოხარშული სოკო გადაწურეთ საწურზე, გადაავლეთ ცივი წყალი და აცადე დაწურვა. ზეთში მოთუშეთ დაჭრილი ხახვი (კარაქიც მოუხდება), დააყარეთ დაწურული, მოხარშული სოკო და მოშუშეთ მზაობამდე. ბოლოს, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, დაფქული შავი პილპილი, წითელი წიწაკა, ნედლი ქინძი, მარილი (ყველაფერი გემოვნებით) და ცოტა ხნით კიდევ დატოვეთ ცეცხლზე.