შპროტის სალათა
შპროტის სალათა
დრო 35წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 3
  • მაიონეზი - 150 გ
  • კარტოფილი - 2-3
  • შპროტი - 1 ქილა
  • სტაფილო - 1-2 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1/2 კონა
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
კვერცხი, კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ. კვერცხის გული წვრილ სახეხზე, ხოლო კარტოფილი და სტაფილო მსხვილ სახეხზე გავხეხოთ.
თეფშზე ან სასალათეში მოვათავსოთ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვასხათ მაიონეზი. ზედ დავაწყოთ შპროტი, შემდეგ სტაფილო და მოვაყაროთ ცოტა მარილი. მოვასხათ კვლავ მაიონეზი. ბოლოს მოვაყაროთ მოხარშული კვერცხის გული და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.