გათვლილია 24-26 სმ საცხობი ფორმისთვის, გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, 40-45 წუთით. ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, მოცემული ინგრედიენტები დაამატეთ ეტაპობრივად. დაიწყეთ კრემის მომზადება: შესქელებული რძესა და კარაქს ცალკე დაუმატეთ ნაღები. შოკოლადი გაადნეთ დაბალ ცეცხლზე და დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძის კრემს. კრემი გამოდის ჰაეროვანი. ბეზეს მომზადება: ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი, დაუმატეთ მწიკვი ლიმონმჟავა და ვანილი. შაქარი კარგად რომ გაიხსნება,, ორთქლის აბაზანაზე გადაიტანეთ და თქვიფეთ განუწყვეტლივ, 15 წუთით. შემდეგ, საცხობ ქაღალდზე მოაყარეთ ფქვილი და გადაანაწილეთ ბეზე , გამოაცხვეთ 100 გრადუსზე, 2 საათით. ბისკვიტი გაჭერით შუაზე, წაუსვით კრემი, ბოლოს დაადეთ ბეზე, მოასხით ზემოდან კარამელი, რომელშიც შეგიძლიათ გაურიოთ დაჭრილი ნიგოზი .