თუკი მილაკებისთვის მოსამზადებელი ფორმა არ გაქვთ, დაიხმარეთ ფოლგა. კრემი გამოიყენეთ თქვენი სურვილისამებრ. მზა ფენოვანი ცომის მილაკებს გადაუსვით ზემოდან კვერცხის გულისა და წყლის ნაზავი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 200 გრადუსზე, 10 წუთის განმავლობაში, ზედა – ქვედა წვაზე, შემდეგ კიდევ აცხვეთ 10-15 წუთით, 180 გრადუსზე . აურიეთ მოხარშული კრემი, ფქვილი, შაქარი, რძე, შესქელებული რძე( სურვილისამებრ) შაქარი და ფქვილი აურიეთ, დაასხით რძე, გახსენით კარგად და მოადუღეთ ფაფა, ცხელშივე დაამატეთ ვანილი, გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში, დააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი კონტაქტურად და გააცივეთ. ამოიყვანეთ 200 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შეურიეთ ნელ–ნელა ცივი ფაფა და ბოლოს 4 სკ. შესქელებული რძე ( სავალდებულო არაა). გაციებული მილაკები ამოავსეთ კრემით, მოვაფრქვიეთ შაქრის პუდრი და მზადაა.