მოათავსეთ ჯამში ოთახის ტემპერატურის კარაქი, ათქვიფეთ. დაამატეთ შაქარი, ვანილინი და გააგრძელეთ თქვეფა მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება. შემდეგ, დაამატეთ კვერცხი და რამდენიმე წუთში ცომი მზადაა. გააზავეთ გამაფხვიერებელი ფქვილში და მოაყარეთ მზა მასას. უნდა მიიღოთ ელასტიური კონსისტენცია. გააბრტყელეთ ცომი საცხობ ფორმაზე, გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 10–15 წუთით. გამომცხვარი ფირფიტა გაჭერით ორ ნაწილად, მოაცილეთ ზედმეტი ნაწილები დანით და დაფხვენით ხელით. წაუსვით სასურველი ჯემი ორივე ფირფიტას და მოაყარეთ დაფხვნილი ცომი. დაელოდეთ ნახევარი საათით და გემრიელად მიირთვით.