ხორცი დაჭერით საშუალო ზომებად, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წიწაკა, შემდეგ უხეშად დაჭრილი მწვანილი (ქინძი,ტარხუნა,ოხრახუში ) ჩაახეხეთ ნიორი, დაუმატეთ წყალი და ღვინო, შემდეგ ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში დაიწყეთ ჩაქაფუკის კრემის მომზადება: ტარხუნას, ქინძს, ოხრახუშს, მწვანე ხახვსა და წიწაკას დაუმატეთ 2 კოვზი ბულინი (უკვე მომზადებული ჩაქაფულის წვენისგან) და დააბლენდერეთ. გააგრილეთ, დაუმატეთ შაქრის პუდრა და კრემ ყველი. მოურიეთ კარგად და დაასვენეთ მაცივარში 20 წუთით. შუ: ქვაბში მოათავსეთ: რძე, კარაქი, მარილი, შაქარი და წამოადუღეთ. დაამატეთ ფქვილი, ერთჯერადად მოურიეთ კარგად და მოთუშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთით. შემდეგ, გადმოვიტანეთ ახალ თასში და შეათქვიფეთ კვერცხი მიქსერის საშუალებით, მიეცით სასურველი ფორმა, დაადეთ შტროიზელი ზეომდან და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 15-20 წუთით. შტროიზელი: ნუში, შაქრის პუდრა, ფქვილი, კარაქი და ვანილი მოზილეთ ერთად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ, გააბრტყელეთ თხლად, პერგამენტის ქაღალდზე და გაყინეთ. აწყობა: შუ გაჭერით შუაზე, კრემი წავუსვით მხოლოდ რკალზე და შიგნით, მოათავსეთ ხორცი ზემოდან და დააფაროთ შუს თავი.