წყალში გახსენით 7 სუფრის კოვზი მარილი, ჩადეთ 4-5 ღერი ნიახური ფოთლებთან ერთად. წამოადუღეთ და გააცივეთ. კომბოსტო დაჭერით სასურველ ზომებად. 6 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი, სტაფილო და ნიორი გათალეთ და გაარჩიეთ, დაჭერით თხელ ფენებად. ბოსტნეული ჩაალაგეთ ფენებად სასურველ ჭურჭელში, სადაც დამწნილდება და დაასხით უკვე გაცივებული მარინადი. გააჩერეთ სითბოში 3-4 დღით, ხოლო შემდეგ გრილ ადგილას გადაიტანეთ.