კვერცხის გული, შაქარი, მწიკვი მარილი და ვანილი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაასხით ნელ–ნელა ზეთი, რძე, მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და დააცერით ამ მასას, თქვიფეთ 3-4 წუთით. ჩაასხით მაფინის ფორმებში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, ზედა–ქვედა წვის რეჟიმზე, მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გამომცხვარი მაფინები გააცივეთ, ტორტოს მოსართავით ამოიღეთ ნაზად გული შუამდე და ჩადეთ კოვზით 2 ჩ.კ. კრემი და დაახურეთ ამოჭრილი ბისკვიტი ისევ და მორთეთ ბეზეთი . მოხარშული ბეზე : ცილა ჩაასხით ცეცხლგამძლე თასში, დაამატეთ მარილი, შაქარი და დადგით ორთქლზე (თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს) თქვიფეთ 7-10 წუთით, სანამ შაქარი არ გალღვება და არ მიიღებთ მყარ ბეზეს, დაამატეთ ლიმონმჟავა, შემდეგ გადმოდგით და თქვიფეთ ისევ, დაახლოებით 7-10 წუთით, ბეზეს შეციებამდე უნდა იყოს მყარი. მოხარშული ბეზე გაანაწილეთ კოვზით ან მოსართავი შპრიცით მაფინებზე, მოასხით მინანქარი. შოკოლადის კრემი : ეს მასა ვანილის გარდა დადგით დაბალ ცეცხლზე ,მასა რომ გაერთიანდება – მზადაა, გააცივეთ 1-2 სთ მაცივარში და გამოიყენეთ . მინანქარი: დადგით ცეცხლზე შაქარი, როცა გალღვება და წამოდუღდება გადმოდგით და დაამატეთ 50 გრ კარაქი .