მდნარი ყველის წვნიანი ბოსტნეულით
მდნარი ყველის წვნიანი ბოსტნეულით
დრო 35წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კამა - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • სტაფილო - 1
  • მდნარი ყველი - 2 ს.კ
  • კარტოფილი - 2
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 2-3 ცალი
  • ბულიონის კუბი - 1
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 1
  • წყალი - 1.5 ლ
მომზადების წესები
სტაფილო და წიწაკა პატარა კუბებად დავჭრათ, კარტოფილი – საშუალო ზომის ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვატავსოთ ტაფაზე, დავასხათ ზეთი და 1 წუთი ვშუშოთ, დავუმატოთ წიწაკა და განვაგრძოთ შუშვა. 1-2 წუთში დავუმატოთ სტაფილო, მოვაყაროთ დაფხვნილი ბულიონის კუბიკი და განვაგრძოთ მზადება. 1-2 წუთში ბოსტნეული ქვაბში გადავიტანოტ, დავასხათ წყალი და როცა ადუღდება კარტოფილი ჩავუმატოთ. კარტოფილის მოხარშვის შემდეგ წვნიანში ჩავდოთ მდნარი ყველი და მოვურიოთ, რომ გაიხსნას. წამოდუღებისთანავე დავაყაროთ ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი და ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ.