კარაქი გაადნეთ, ცალკე დააქუცმაცეთ ორცხობილა და ნიგოზი. ჯამში მოვათავსეთ კაკაო, შესქელებული რძე, დაქუცმაცებული ორცხობილა და ნიგოზი და ყველაფერი კარგად შეურეეთ ერთმანეთს, ბოლოს დაუმატეთ კარაქი. მაცივარში დააყოვნეთ 2 საათით, შემდეგ მიეცით მრგვალი ფორმა და ამოავლეთ სათითაოდ კაკაოს ფხვნილში, გახეხილ ნიგოზში და ქოქოსის ფანტელებში. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ჩირი. დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას, მართლაც უგემრიელესია და საოცარი არომატი აქვს.