დაასხით ცხელი წყალი ბრინჯს, გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ, გაწურეთ და გააგრილეთ. დაჭერით ხახვი და ბულგარული წიწაკა პატარა კუბიკებად, გახეხეთ სტაფილო. გაახურეთ ზეთი დიდ ქვაბში და მოთუშეთ ხახვი, სანამ არ დარბილდება. დაამატეთ სტაფილო და დააყოვნეთ კიდევ 10 წუთით. ბოსტნეულის ნახევარი მოათავსეთ ბრინჯის თასში. ქვაბში დაამატეთ ბულგარული წიწაკა, დაჭრილი პომიდორი, მარილი, პილპილი და მიიყვანეთ ადუღებამდე, გააჩერეთ 5 წუთით. ოხრახუში წვრილად დაჭერით. შეურიეთ ფარშს ხახვი, მოხარშული ბოსტნეული და ოხრახუში, მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ. კომბოსტოს თავი მოათავსეთ დიდ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და მოხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ კომბოსტო საწურზე და დაელოდეთ სანამ ბოლომდე კარგად არ გაიწურება. შემდეგ, ფოთლები ფრთხილად მოხსენით. ხორცი მოათავსეთ კომბოსტოს ფურცლების ცენტრში და შეახვიეთ. გაახურეთ დიდი ზომის ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და საშუალო ცეცხლზე კომბოსტოს რულონები შეწვით მანამ, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს ორივე მხრიდან. სოუსი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ არაჟანი და დაასხით 150 მლ მდუღარე წყალი. ჩაყარეთ კომბოსტოს რულეტები სოუსში და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში.