დაჭერით კომბოსტოს ფოთლები მსხვილ ნაჭრებად

ჭარხალი დაჭერით თხელ ზოლებად, ან გახეხეთ სახეხზე. ნიორი გაასუფთავეთ და დაჭერით თხელ ნაჭრებად.

შეურიეთ კომბოსტოს ჭარხალი და ნიორი, გადაიტანეთ ეს მასა 3 ლიტრიან ქილაში

მარინადისთვის დაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ მარილი, შაქარი, პილპილი და დაფნის ფოთოლი. აადუღეთ, 10 წუთის შემდეგ დაამატეთ: წიწაკა, დაფნის ფოთლები და ძმარი.

ჩაასხით ცხელი მარინადი ქილაში. გააგრილეთ და გააცივეთ მაცივარში 24 საათის განმავლობაში. დამარინადებული კომბოსტო შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში, ან გრილ ადგილას.
