ფქვილისგან გააკეთეთ ჭა, შემდეგ მოამზადეთ საფუარისგან აპარი: თბილი რძე , საფუარი, შაქარი, წყალი აურიეთ ერთმანეთში და მოათავსეთ თბილ ადგილას მანამ, სანამ არ ამოვა. ამის შემდეგ, სითხის მასა რაც დაგრჩებათ შეათბეთ, ჩაასხით გამზადებულ ჭაში, დაუმატეთ ერთი კვერცხი და ამოსული საფუარი. კარაქი კარგად მოზილეთ, დაამატეთ დაკეპილი ლეღვის ჩირი. დავასვენეთ ცომი გაორმაგებამდე, შემდეგ ჩაჩილეთ და დააგუნდავეთ 150 გრ გუნდებად, ამოაფუეთ და გამოაცხვეთ 170 გადუსზე, 25-30 წუთით. ფარში კარგად მოზილეთ, დაუმატეთ დაკეპილი ხახვი ვიჩესტერი, სოიო და გააგრძელეთ ფარშის მოზელვა მანამ, სანამ კარგი წებოვნების არ გახდება. აჯიკის მომზადება: ბულგსრული,წითელი წიწაკა, ნიგოზი და სუნელები გაატარეთ ან დანაყეთ კარგად, დაუმატეთ მარილი და ძმარი.