ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ ზეთი და 3 ს/კ თაფლი. ცალკე გახსენით 1ჩ/ კ სოდა და 1 ს/კ ძმარი და უმატეთ მასას, ორთქლის აბაზანაზე დატოვეთ 20წუთით, მოურიეთ განუწყვეტლივ, გადმოდგით და დაუმატეთ ფქვილი. მასა გააცივეთ. ამ შემთხვევაში, გამოყენებულია 24 სმ ტორტის რგოლი, დაყოფილია 10 ფენად. ცხვება ძალიან მალე და მუდმივად მიაქციეთ ყურადღება. დაიწყეთ კრემის მომზადება: კარაქი და შესქელებული რძე ათქვიფეთ და დაუმატეთ ვანილი, ფენა–ფენად ააწყვეთ. ზემოდან მოასხით კარამელი და გემრიელად მიირთვით.