მაწვნის კრემისთვის, დარბილებული კარაქი თქვიფეთ ნელ–ნელა, დაამატეთ შაქრის პუდრა და ასევე: კრემყველი, მასკარპონე, გაწურული მაწონი, ნახევარი ლაიმის ფრეში და ნახევარი ლაიმის ცედრა. ბრინჯის ფირფიტებისთვის, კვერცხის ცილას დაასხით გამდნარი კარაქი და კარგად მოურიეთ, დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და მოხარშული ბრინჯი. ეს მასას თხლად წაუსვით საცხობ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 8-10 წუთით. მაწვნის კამიანი სოუსისთვის, კამა დააბლენდერეთ წყალთან ერთად, გადაიტანეთ ეს მასა პატარა ქვაბში, დაუმატეთ ჟელატინს და წამოადუღეთ, შემდეგ ეს მასა მაცივარში გააცივეთ რომ დაჟელატინდეს და შემდეგ დააბლენდერეთ მაწონთან ერთად, დაუმატეთ ოდნავ მარილი.