ქათამს წაუსვით მარილი და პილპილი.ერთ ლიმონს მოახეხეთ ცედრა და ქათამს შიგნიდან და გარედან წაუსვით.მეორე ლიმონი მსხვილად დაჭერით და ნიორთან ერთად ჩაუდეთ მუცელში.შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და 1.5 საათის განმავლობაში შეწვით. ამ დროის განმავლობაში ქათამს ზემოდან ასხით (ან ფუნჯით წაუსვით) ზეითუნის ზეთისა და გამდნარი კარაქის ნარევი.ღუმელიდან გამოღებამდე 30 წუთით ადრე, ქათამს მოასხით ლიმონის წვენი (რომელსაც ცედრა მოახეხეთ) და წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ.