ფხვიერი ცომი: ჯამში მოათავსეთ ფქვილი და გახეხეთ გაყინული კარაქი, დაუმატეთ 1 კვერცხი, შაქარი, ვანილი და მოზილეთვ სწრაფად და დაასვენეთ მაცივარში, შემდეგ კი გააბრტყელეთ, მოათავსეთ ტარტის ფორმაში და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე. წიწიბურის კრემი: პირველ რიგში, მოხარშეთ წიწიბურა რძეში, ლაიმის ცედრასთან, შაქართან და ვანილთან დააბლენდერეთ სანამ ცხელია და გაატარეთ საწურში. პარალელურად, რძე გააცხელეთ, კვერცხის გულს ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად, ნელ–ნელა დაუმატეთ რძე, შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ რძეში გახსნილი სახამებელი, როგორც კი შესქელდება დაუმატეთ კარაქი და გაადნეთ, ამოიყვანეთ საკონდიტრო ნაღები და გადაურიეთ კრემს, შემდეგ დაუმატეთ დაბლენდერებული წიწიბურას მასა და კონიაკი, შეინახეთ მაცივარში. ჟოლოს კული: ქვაბში ჩაყარეთ ჟოლო, შაქარი, მარილი და დაასხით ცოტაოდენი წყალი. ტარტში მოათასეთ კუბებად დაჭრილი მარწყვი, მოასხით ჟოლო. კულის საკონდიტრო ტომრით გადაიტანეთ კრემი, გააფორმეთ ჟოლოთი და პიტნის ფოთლებით, მოაყარეთ შაქრის პუდრა, დააბლენდერეთ და მზადაა. გემრიელად მიირთვით.