ბატკნის ხორცი გაასუფთავეთ და ჩააზილეთ მარილი და პილპილი, დატოვეთ 20-25წუთით. შემდეგ, შეწვით ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. ერბოყვას ჩიფსისთვის, ქერის ფქვილი მოხალეთ, დაუმატეთ გამდნარი ერბო, კვერცხის ცილა და დანარჩენი იგრედიენტები,მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და საცხობ ქაღალდზე გააბრტყელეთ სასურველ ფორმებად, ღუმელში გამოაცხვეთ 160 გრადუსზე, 15-20წუთით. დამბალხაჭოს შილასთვის, ბოსტნეულის მიქსი სურვილისამებრ, ყველანაირ ნარჩენებიანად, კარგად გარეცხეთ და ღუმელში მობრაწეთ, შემდეგ გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ წყალი ისე, რომ დაფაროს და მოადუღეთ 40წუთით. წვრილად დაჭრილი ცხვრის დუმა ქვაბში გაალღვეთ. ამ ცხიმში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, რომ მოიშუშება დაუმატეთ არბორიოს ბრინჯი (მოუხარშავი) და მოშუშეთ 3-4წუთით, დაუმატეთ ღვინო და სუნელები, რომ შეშრება ღვინო, მოასხით ბოსტნეულის ბულიონს და მოადუღეთ. როდესაც ბრინჯი მომზადდება, დაუმატეთ კანგაცლილ, ჩახეხილ დამბალ ხაჭოს და გადმოდგით. მწვანილების სოუსისთვის, ყველა პროდუქტი დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით.