მოამზადეთ პუდინგი რძით, შაქრით და მზა მასალით. განუწყვეტლივ მოურიეთ, მიიყვანეთ სასურველ სიმკვრივემდე და გადმოდგით ცეცხლიდან, დადეთ გრილ ადგილას და დაელოდეთ გაცივებას. ათქვიფეთ რბილი კარაქი, სანამ ფაფუკი არ გახდება. დაამატეთ პუდინგი, ათქვიფეთ სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას და დაამატეთ იოგურტი ნაწილ–ნაწილ. დაჭერით ფუნთუშები ნაჭრებად და აურიეთ კრემში. მოამზადეთ 24-26 სმ დიამეტრის ფორმა, განათავსეთ ნამცხვრის მასის ნახევარი, მოასხით კრემი. ზემოდან დაალაგეთ ბანანი და კვლავ წაუსვით დარჩენილი კრემი. გადააფარეთ ტორტს სამზარეულოს ფოლგა და განათავსეთ გრილ ადგილას, 6-8 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ, ნამცხვარს წაუსვით ათქვეფილი ნაღები შაქრის პუდრით. გემრიელად მიირთვით.