გაფცქვენით ლიმონი და ფორთოხალი თხლად, თეთრი ნაწილი არ შეაყოლოთ, ჩაყარეთ შუშის ქილაში, გაავსეთ ზეთით. ორი კვირის შემდეგ გადაწურეთ. რამდენიმე კოვზი შეგიძლიათ გამოიყენოთ კექსებში, მაფინებში, ფუნთუშებში და პასკებში. აძლევს საუცხოო არომატს.