კვერცხი და შაქარი კარგად ამოიყვანეთ, დაამატეთ კარაქი, თაფლი, ზეთი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, მიხაკი, არაყი, ვანილი და დადგით ნელ ცეცხლზე. როდესაც კარაქი და თაფლი გადნება, გადმოდგით და დაამატეთ სოდა და ფქვილი, კარგად მოზილეთ, გადაიტანეთ სამზარეულოს ცელოფანში და 3 საათით გააჩერეთ. გააბრტყელეთ კალკა და ამოჭერით საახალწლო ფორმები. მოაცალეთ გვერდები, ესეც ხელმეორედ გადაზილეთ და დაგამოჭერით მეორე პორციისთვის. სანამ პირველი გამოცვება, შედგით მაცივარში, რომ გამოცხობის დროს ფორმა არ დაკარგოს. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170 გრადუსზე, ქვედა წვით, ძალიან მალე ცხვება, დაახლოებით 10 წუთში. ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი, ამოიყვანეთ საშუალო დონეზე. დამატეთ გაცრილი შაქრის პუდრა, ლიმონი, ვანილი, გაყავით სამ ნაწილად, დაამატეთ საკონდიტრო საღებავი და მორთეთ, გამოიყენეთ სასურველი ფერის მარციპანის ფიფქები და ვარსკვლავები.