პირველ რიგში, მოამზადეთ ჟოლოს ჟელე: მოათავსეთ 500გრ ჟოლო ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და წყალი, წამოადუღეთ და შემდეგ დააბლენდერეთ. ცალკე 25 გრ ჟელატინს დაასხით 40მლ თბილი წყალი, დაალბეთ, შემდეგ კი გაალღვეთ ჟოლოს წვენში და გაწურეთ. გადაანაწილეთ ფორმაზე. მაცივარში დააყოვნეთ გამყარებამდე. მოამზადეთ ვანილის მუსი: გამოიყენეთ ნაღები, იოგურტი ან არაჟანი, დაუმატეთ რძე, შაქარი და ვანილი, დააბლენდერეთ. ცალკე 25 გრ ჟელატინი დაალბეთ 40მლ წყალში, შემდეგ გაალღვეთ და დაუმატეთ მუსს, მიღებული მასა გადაანაწილეთ და დატოვეთ მაცივარში გამყარებამდე.