კვერცხის გული,შაქარი, მწიკვი მარილი, ვანილი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაახლოებით 7 წუთით. დაასხით ნელ–ნელა ზეთი, რძე, მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში და დააცერით ამ მასას, ათქვიფეთ 3-4 წუთით. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა – ქვედა წვის რეჟიმზე, 180 გრადუსზე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ბეზეს მომზადება : ცილა ჩაასხით ცეცხლგამძლე თასში, დაამტეთ მარილი, შაქარი და დადგით ორთქლზე (თასი არ უნდა ეხებოდეს წყალს) თქვიფეთ 7-10 წუთით, სანამ შაქარი არ გალღვება და მიიღებთ მყარ ბეზეს. დაამატეთ ლიმონმჟავა, შემდეგ გადმოდგით და თქვიფეთ ისევ, დაახლოებით 7-10 წუთით ბეზეს შეციებამდე, უნდა გამოვიდეს მყარი მასა. მოხარშული ბეზე გაანაწილეთ გაციებულ ბისკვიტზე, ნაწილი კოვზით და ნაწილი მოსართავი ფორმით. აღარ ჭირდება ღუმელში შედება, მოასხით მინანქარი – მოათავსეთ ჭურჭელში ჩამოთვლილი ინრედიენტები, დადგით გაზზე და მოურიეთ, შაქარი რომ გალღვება და წამოდუღდება გადმოდგით და დაამატეთ 30 გრ კარაქი. გემრიელად მიირთვით.