კვერცის ცილა ათქვიფეთ გამყარებამდე, შაქართან ერთად. დაუმატეთ ნელ–ნელა კვერცხის გული, ფქვილი, სიმინდის სახამებელი და კაკაო. მიღებული მასა ჩაასხით საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20-25 წუთით. ალუბლის შიგთავსის მომზადება : 250 მლ ალუბლის წვენი ( შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოტი ) წამოადუღეთ, გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ შაქარი და სიმინდის სახამებელი, კარგად მოურიეთ, დადგით ისევ გაზქურაზე და ცოტათი წამოადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან, შეურიეთ ალუბალი ( შეგიძლიათ კომპოტის ალუბალიც გამოიყენოთ) დაამატეთ 4 სუფრის კოვზი ალუბლის არაყი და გააცივეთ. ნაღების კრემის მომზადება : ცივი ნაღები ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად, სანამ კარგად არ გამყარდება . ტორტის ბისკვიტი გაჭერით შუაზე, სამ ნაწილად და დანამეთ ალუბლის წვენითა და ალუბლის არაყით. პირველ ფენას წაუსვით ალუბლისგან მომზადებული მასა, შემდეგ ზევიდან გადაუსვით ნაღების კრემი და დააფარეთ ბისკვიტს მეორე ფენა, მეორე ფენაზეც იგივე გაიმეორეთ. შემდეგ, დააფარეთ მესამე ფენა და მესამე ფენას ზევიდან მხოლოდ ნაღების კრემი წაუსვით. ტორტის დეკორისთვის გამოიყენეთ გახეხილი შოკოლადი.