ტორტი "სამეფო"
ტორტი "სამეფო"
დრო 120წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ტორტის სახელი თავად მეტყველებს საკუთარ თავზე! ამ უგემრიელესი დესერტის სამივე ფენა სხვადასხვანაირია, ნიგვზით, კაკაოთი და ყაყაჩოს თესლით. 
მაგრამ რადგან საქართველოში ყაყაჩოს თესლი აკრძალულია და არ იყიდება, შეგვიძლია რეცეპტიდან ამოვიღოთ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეს პრობლემა არ შეექმნებათ.

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 6
  • კარაქი - 250 გ
  • შესქელებული რძე, მოხარშული - 1 ქილა
  • არაჟანი - 3 ჭ
  • შაქარი - 3 ჭ
  • ფქვილი - 3 ჭ
  • ყაყაჩოს თესლი - 2 ს.კ
  • კაკაო - 1 ს.კ
  • ნიგოზი - 1 ჭ
  • სოდა - 3 ჩ.კ.
  • ძმარი - 3 ჩ.კ
მომზადების წესები
ნიგოზი მსუბუქად მოვხალოთ და წვრილად დავჭრათ.
ავთქვიფოთ 2 კვერცხი და 1 ჭიქა შაქარი მიქსერით. დავამატოთ 1 ჭიქა ფქვილი.
1კოვზი სოდა გავხსნათ 1 კოვზ  ძმარში და დავამატოთ 1 ჭიქა არაჟანს. შემდეგ შევურიოთ ცომს. დავამატოთ კაკაო და ავურიოთ.

გავიმეოროთ იგივე პროცედურა იმავე რაოდენობის ინგრედიენტებით და მეორე ცომს დავამატოთ ყაყაჩოს თესლი.  მესამე ბისკვიტის ცომს კი ნახევარი ჭიქა ნიგოზი.

თითოეულ ბისკვიტს ვაცხობთ ცალ-ცალკე 180 გრადუსზე, 20-25 წუთით.

მოვამზადოთ კრემი: შევურიოთ მოხარშული შესქელებული რძე და კარაქი, კარგად ავთქვიფოთ მიქსერით.  

სასურველი თანმიმდევრობით ავაწყოთ ტორტი და ყოველ ფენას კრემი წავუსვათ. ზემოდან კი ნიგოზი მოვაყაროთ.