პირველ რიგში, ორეოს ორცხობილას მოაცილეთ კრემი და ცალკე გადაინახეთ შემდეგი კრემისთვის, შავი ორცხობილა კი დააბლენდერეთ. ფქვილში მოათავსეთ კაკაო, გამაფხვიერებელი და დაბლენდერებული ორცხობილა. კარგად აურიეთ და გაცერით. განაცალკევეთ ცილა - გულისგან, მოათავსეთ ცალ–ცალკე თასში. ათქვიფეთ კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან ერთად, დაამატეთ ვანილი და მოცემული შაქრის რაოდენობის ნახევარი, ეტაპობრივად. ბეზე ღრუბელივით რომ გახდება შეწყვიტეთ თქვეფა და გვერდზე გადადეთ. შემდევ, დაიწყეთ კვერცხის გულების ათქვეფა, კარგად რომ ათქვეფთ, დაამატეთ ნელ–ნელა მდუღარე წყალი ისე, რომ თქვეფა არ შეაჩეროთ და შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი შაქარი. ათქვიფეთ ისე რომ შაქარი დადნეს. გამორთეთ მიქსერი და ეტაპობრივად, ხელის სათქვეფით, შეურიეთ ცილის მასა გულების მასას. შემდეგ, შეურიეთ ფქვილიან მასას ( მშრალ ინგრედიენტებს ) და კარგად რომ გახსნით ყველაფერს ერთმანეთში, დაუმატეთ ზეთი ნელ–ნელა და კარგად შეაზილეთ. მზა ცომის მასა ჩაასხით კალკადაფენილ და ცხიმწასმულ 26 სმ ზომის ყალიბშ, შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, მზაობამდე და მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. დაგჭირდებათ 25 წუთი. ჩაალბეთ ჟელატინი ცივ რძეში. დაახლოებით 10 - 15 წუთით. შოკოლადი, ორცხობილას კრემი და ნაღების მოცემული რაოდენობიდან სულ ცოტა ნაღები დაასხით და დადგით დაბალ ცეცხლზე, მუდმივად მოურიეთ, მხოლოდ გააცხელეთ ისე რომ შოკოლადი დადნეს და ყველაფერი კარგად გაიხსნას (არ აადუღოთ ). ცალკე თასში მოათავსეთ მასკარპონე, ფილადელფია, არაჟანი, ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით, ნელ–ნელა დაუმატეთ შაქრის ნახევარი. ცალკე ათქვიფეთ ნაღები გამყარებამდე, მორჩენილ შაქართან ერთად. გამდნარი შოკოლადის მასაში ჩაამატეთ დამბალი ჟელატინის მასა რძიანად და კარგად მოურიეთ. დაასხით მასკარპონეს მასას და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. ბოლოს, ხელის სათქვეფით შეურიეთ გათქვეფილი ნაღები და კრემი მზად არის.