კარგად გარეცხილი ფორთოხალი დასერეთ ოთხად და მოწალეთ წყალში, დაახლოებით 10–15 წუთით. ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი მწიკვ მარილთან ერთად, თანდათან დაუმატეთ კვერცხის გულები და შაქარი. დაამატეთ გამდნარი კარაქი და ვანილი, გატარებული ან დაჩოფირებული ნიგოზი, ასევე გატარებული ფორთოხალი და რცხობილების ფხვნილი. ეცადეთ ხარისხიანი იყოს ორცხობილები. ყველა ეს ინგრედიენტი კარგად შეურიეთ რომ მიიღოთ კარგი კონსისტენცია. არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი არ უნდა გამოვიდეს. გააჩნია ორცხობილებსაც. თუ თხელი მოგეჩვენათ, დაუმატეთ ან პირიქით დააკელით. ორცხობილის ფხვნილიყველა ერთად არ შეურიოთ. გაყავით ცომი ორ თანაბარ ნაწილად. იმ ნაწილი, რომელსაც აცხობთ, დაუმატეთ 1 ჩ.კ სოდა ძმრით. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170 გრადუსზე. ფორმა 24 სმ. დიამეტრის, თუკი მრგვალ ფორმას აირჩევთ, მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი. როდესაც უკვე მზად იქნება ბისკვიტი, გაამზადეთ მეორე ნაწილიც და დაუმატეთ 1ს/კ სოდა ძმრით. თუკი გამაფხვიერებელს გამოიყენებთ, ცომს ერთბაშად დაუმატეთ 1 შეკვრა. ამ ტორტს უხდება ყველანაირი კრემი, ცივი, მოხარშული. დაამატეთ კარაქი ან ნაღები. გემრიელად მიირთვით.