პირველი ფენა: ჟელატინი დაალბეთ 150 მლ რძეში. ცალკე ათქვიფეთ, 20%-იანი არაჟანი და 100 გრ შაქარი ( შაქარი გემოვნებით) ასევე დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი, შემდეგ შეურიეთ ფრთხილად, ორთქლის აბაზანაზე, გალღობილი ჟელატინი გადაიტანეთ ფორმაზე. ზედა ფენა არის მარწყვის არომატით. გამოიყენეთ ჟელატინი, მარწყვის არომატით, 1 შეკვრა, მაგრამ სიმყარისთვის არ არის საკმარისი, ამიტომ 10 გრ ჟელატინი დაუმატეთ დამატებით, დაალბეთ 50 მლ წყალში. ქვაბში ჩაასხით 300 მლ წყალი, 100 გრ შაქარი, შაქარი როცა გალღვება, დაუმატეთ წითელი ფერის გელ–საღებავი და ჟელატინი. ეს არის ზედა ფენა. შემდეგ დაასხით გამყარებული არაჟნის მასა და მოათავსეთ მაცივარში, 1 დღით. დესერტი გამოდის ძალიან მსუბუქი და გემრიელი.