გამოიყენეთ 6 სხვადასხვა ფერისა და არომატის ჟელე, გახსენით 150მლ წყალში, მეტი სიმკვეთრისთვის და დაუმატეთ საკონდიტრო ფერები. როდესაც გამყარდება, დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ 24 სმ ფორმაზე. შემდეგ, მოამზადეთ არაჟნის მასა: 30 მლ ჟელატინი დააყოვნეთ 200მლ რძეში, ცალკე გააცხელეთ 500გრ არაჟანი, ერთი ქილა, მოუხარშავი, შესქელებული რძე და 100გრ შაქარი, ბოლოს დაუმატეთ, ჟელატინი და გაალღვეთ არაჟნის მასაში, არაჟნის მასა გადაანაწილეთ ფორმაზე. ერთი დღე დააყოვნეთ მაცივარში, გამოდის უგემრიელესი.