შოკოლადის სამარხვო ნამცხვარი – გამოდის ძალიან ფაფუკი და გემრიელი
შოკოლადის სამარხვო ნამცხვარი – გამოდის ძალიან ფაფუკი და გემრიელი
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს რეცეპტი ჩვენმა ფეისბუქჯგუფის წევრმა – ინგა ჩიქოვანმა გაგვიზიარა. ჩამოთვლილია 1 ფირფიტის მასალა, ვაცხობთ 2–ს, ფორმა უნდა იყოს – 23/31 სმ სიდიდის. მკითხველების სხვა რეცეპტების სანახავად ეწვიეთ ჯგუფს. 

ინგრედიენტები

  • ცხელი წყალი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • გაზიანი წყალი - 1 ჭიქა
  • ზეთი - 10 სკ
  • ხსნადი ყავა - 1 ჩკ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 15 გრ
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი
  • კაკაო - 3 სკ
ინგრედიენტები კრემისთვის
  • წყალი - 1 ლ
  • ფქვილი - 10 სკ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ვანილი
  • სამარხვო კარაქი - 250 გრ
ინგრედიენტები მინანქრისთვის
  • კაკაო - 3 სკ
  • შაქარი - 4 სკ
  • წყალი - 3 სკ
  • მწიკვი ვანილი
  • სამარხვო ცხიმი - 40 გრ
მომზადების წესები

1 ჭიქა ცხელ წყალში შეურიეთ ყავა და დაასხით შაქარს რომ გადნეს და დაამატეთ მწიკვი მარილი, ვანილი, შემდეგ დაამატეთ ზეთი, გაზიანი წყალი და გამაფხვიერებელი. შეურიეთ კარგად და დააცერით ფქვილი და კაკაო. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170 გრადუსზე, ზედა–ქვედა წვით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

ფქვილი და შაქარი შეურიეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ ფაფა დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ გამუდმებით, შესქელების შემდეგ მოშუშეთ კიდევ 10-5 წუთით, გადმოდგით და დაამატეთ ვანილი ცხელშივე, დააფარეთ კონტაქტურად სამზარეულოს ცელოფანი და გააცივეთ .

ამოიყვანეთ სამარხვო კარაქი და ნელ–ნელა შეათქვიფეთ ფაფა. შეგიძლიათ ცხელ ფაფაში სამარხვო შოკოლადი ჩაადნოთ და შემდეგ შოკოლადის კრემი მოამზადოთ

კაკაო, შაქარი, წყალი დადგით დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ გამუდმებით, შაქარი რომ გაიხსნება და მასა გახდება ერთფეროვანი, გადმოდგით, დაამატეთ ვანილი, ცხიმი, გააგრილეთ და მოასხით დაკრემილ ნამცხვარს.