1 ჭიქა ცხელ წყალში შეურიეთ ყავა და დაასხით შაქარს რომ გადნეს და დაამატეთ მწიკვი მარილი, ვანილი, შემდეგ დაამატეთ ზეთი, გაზიანი წყალი და გამაფხვიერებელი. შეურიეთ კარგად და დააცერით ფქვილი და კაკაო. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170 გრადუსზე, ზედა–ქვედა წვით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ფქვილი და შაქარი შეურიეთ, დაასხით წყალი და მოხარშეთ ფაფა დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ გამუდმებით, შესქელების შემდეგ მოშუშეთ კიდევ 10-5 წუთით, გადმოდგით და დაამატეთ ვანილი ცხელშივე, დააფარეთ კონტაქტურად სამზარეულოს ცელოფანი და გააცივეთ . ამოიყვანეთ სამარხვო კარაქი და ნელ–ნელა შეათქვიფეთ ფაფა. შეგიძლიათ ცხელ ფაფაში სამარხვო შოკოლადი ჩაადნოთ და შემდეგ შოკოლადის კრემი მოამზადოთ კაკაო, შაქარი, წყალი დადგით დაბალ ცეცხლზე, მოურიეთ გამუდმებით, შაქარი რომ გაიხსნება და მასა გახდება ერთფეროვანი, გადმოდგით, დაამატეთ ვანილი, ცხიმი, გააგრილეთ და მოასხით დაკრემილ ნამცხვარს.