მანდარინი გარეცხეთ, მოაცალეთ ყუნწები და რამდენიმე ადგილას ჩანგლით დაჩხვლიტეთ. აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ მანდარინი. ადუღეთ 15-20 წუთით, შემდეგ ეს წყალი გადაღვარეთ რომ სიმწარე დაკარგოს. გააკეთეთ წვენი და დაასხით ისევ, აადუღეთ ნახევარი საათი და გადმოდგით ცეცხლიდან. როდესაც შეგრილდება, ისევ ახლიდან დადგით ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება. ბოლოს ჩააწურეთ ერთი ცალი ლიმონის წვენი. გემრიელად მიირთვით.