ყველა ინგრედიენტი (კარაქის გარდა) აურიეთ და შეკარით, სანამ ერთგვაროვან მასად არ აქცევთ. დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და ზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან პრიალა მასას. შეფუთეთ ცომი და 1 საათი დაელოდეთ აფუვებას, სანამ მასა არ გაორმაგდება. ცომი დაყავით 80 გრ-იან გუნდებად, დაამრგვალეთ და მიეცით ფორმა, დაალაგეთ კალკადაფენილ საცხობ ფორმაზე და გრინი ან პარკი გადააფარეთ, გააჩერეთ 15-20წუთით, სანამ ცოტა კიდევ არ აფუვდება გუნდები. აფუების შემდეგ, გუნდებს ზემოდან წაუსვით 1 კვერცხის გულისა და ცოტა რძის ნაზავი. შედგით ღუმელში, რომელიც 180 გრადუსზე წინასწარ იქნება გახურებული. ზედა-ქვედა წვის რეჟიმზე, მოათავსეთ შუა ადგილას და გამოაცხვეთ 12-14 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ, გათიშულ ღუმელში გააჩერეთ 5წუთით. გემრიელად მიირთვით.