მანანის ბურღულს დაამატეთ გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში კვერცხს დაამატეთ მარილი, მწიკვი სოდა, ვანილი, ლიმონის ცედრა, შაქარი, ოდნავ ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ ზეთი და მანანის ბურღული-გამაფხვიერებლით. მზა ცომს დააფარეთ საკონდიტრო პარკი და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით, მანანის ბურღილული გაფუვდება და სასურველი სიმკვრივის გახდება ცომი. (შეგიძლიათ ცომი მოამზადოთ წინა დღით) მზა ცომი დაყავით კაკლისოდენა გუნდებად. (დასჭირდება 1 ჩ/კ ცომი) თითოეული გუნდა ამოაგუნდავეთ ჯერ შაქარში, შემდეგ შაქრის პუდრაში და დაალაგეთ პერგამენტიან საცხობ ლანგარზე, აუცილებლად შორი შორ. ასევე მოამზადეთ კაკაოთი - ჯერ შაქარში და შემდეგ კაკაოში. გაითვალისწინეთ, ცხობისას 2-ჯერ იმატებს ზომაში. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 10 -12 წუთით. მზა ორცხობილები დატოვეთ საცხობ ლანგარზე, სანამ არ შეგრილდება. ისეთი ფხვიერი და გემრიელი გამოდის აუცილებლად უნდა მოამზადოთ.